ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „ბარძიმი შეუსმელი“
რას გამოხატავს ეს ხატი? იკონოგრაფიული თვალსაზრისით იგი ღვთის დედის ერთ-ერთი უძველესი გამოსახულების „ორნატას“ ტიპს მიეკუთვნება.
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „ბარძიმი შეუსმელი“ მართლმადიდებელ ეკლესიაში განსაკუთრებული პატივით სარგებლობს. მორწმუნეები მას ლოთობის, ნარკომანიისა და სხვა მავნე ვნებებისგან განსაკურნებლად ევედრებიან, მისი დაუჯდომელი ლოცვა კი ადამიანებს სულიერი და ფიზიკური სნეულებებისგან ათავისუფლებს.
ხატი პირველად 1878 წელს გამოვლინდა. ტულის გუბერნიაში მცხოვრებ გადამდგარ, მემთვრალე ჯარისკაცს, რომელმაც მთელი ქონება ლოთობაში გაანიავა, ძილში წმინდანი გამოეცხადა. მან უბრძანა, წასულიყო ქალაქ სერფუხოვში, ვვედენიეს (შესავლის) მონასტერში და იქ „ბარძიმი შეუსმელის“ ხატისთვის პარაკლისი გადაეხადა. ლოცვის შედეგად ჯარისკაცი სენისგან სრულად განიკურნა.
ღვთისმშობელი გამოსახულია აღმართული ხელებით, ხოლო მის წინ, თასში (ბარძიმში) დგას ყრმა იესო. ეს ბარძიმი არის სიმბოლო ზიარებისა და ღვთაებრივი მადლისა, რომელიც ამოუწურავია და „შეუსმელი“ რჩება – ანუ ის სულიერად აკმაყოფილებს და სიხარულით ავსებს ყველას, ვინც მას რწმენით მიეახლება.
მართლმადიდებელი ეკლესია ამ სასწაულთმოქმედი ხატის ხსენებას 18 მაისს (ძველი სტილით 5 მაისს) აღნიშნავს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.