პროფესორი, მღვდელი ცოტნე ჩხეიძე იოან კუზას უნივერსიტეტს ეწვია
ვიზიტის ფარგლებში პროფესორ ცოტნე ჩხეიძეს უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტმა უმასპინძლა. მან ადგილობრივი სტუდენტებისთვის სპეციალური სალექციო კურსი წაიკითხა.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თეოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, ძველი აღთქმის პედაგოგი, პროფესორი, მღვდელი ცოტნე ჩხეიძე მიმდინარე წლის 11-15 მაისს Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, რუმინეთის ქალაქ იაშში მდებარე ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტს (UAIC) ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორ ცოტნე ჩხეიძეს უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტმა უმასპინძლა. მან ადგილობრივი სტუდენტებისთვის სპეციალური სალექციო კურსი წაიკითხა.
სალექციო თემატიკა მოიცავდა ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორებიცაა - ბიბლიის რაობა, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები და ბიბლიური სიმბოლური ქმედებები.
ლექციებმა მსმენელებში დიდი ინტერესი გამოიწვია, ხოლო ლექციის შემდეგ საუბარი კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები რუმინელ კოლეგებთან და თეოლოგიის ფაკულტეტის
ხელმძღვანელობასთან. მხარეებმა განიხილეს ორ სასწავლებელს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ერთობლივი საღვთისმეტყველო კვლევებისა და სამომავლო გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, იშვიათია წმინდანი წელიწადში სამჯერ იხსენიებოდეს, - მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი.