„დავითიანნსა“ და აფხაზეთის მთავრობის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პროექტი ახალგაზრდებში აფხაზეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანნს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ პრეზიდენტმა კოტე სვანაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ავთანდილ ქარაიამ.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში აფხაზეთის ისტორიული, კულტურული და ეროვნული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტისა და საგანმანათლებლო ინიციატივის მხარდაჭერასა და განვითარებას.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსი — „გაიცანი აფხაზეთი — დაიცავი მემკვიდრეობა“, რომელშიც ახალგაზრდებმა აფხაზეთის ისტორიასა და კულტურასთან დაკავშირებულ თემებზე მიიღეს მონაწილეობა.
ცერემონიაზე ასევე წარმოდგენილი იყო „დავითიანნის“ TechLab-ის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 14 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს.