ხაშურში საკვირაო მსახურება ეპისკოპოსმა სვიმეონმა აღავლინა

11 მაისი 08:36
180
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მრევლთან ერთად ილოცა.

დღეს, 10 მაისს, ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში საკვირაო საღმრთო ლიტურგია სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა აღავლინა.

ღვთისმსახურებას სასულიერო პირები და მრევლი ესწრებოდნენ. ლიტურგიის მიმდინარეობისას ეპისკოპოსმა სვიმეონმა საქართველოს, ეკლესიისა და ქართველი ერის მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ილოცა.

საღმრთო მსახურების დასრულების შემდეგ მეუფემ მრევლს ქადაგებით მიმართა და ქრისტიანული ცხოვრების მნიშვნელობაზე, რწმენის განმტკიცებასა და ეკლესიური ერთობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხვალ საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ეყოლება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ