სოფელ ქაშვეთის წმინდა გიორგის მონასტერში გიორგობის დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა.
6 მაისს, გიორგობის დიდებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადუსამღვდელოესმა სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა სოფელ ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღავლინა.
საზეიმო მსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყო და მას სასულიერო პირებთან ერთად მრავალი მორწმუნე ესწრებოდა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა სვიმეონმა შეკრებილ მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და წმინდა გიორგის მეოხების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, - მიტროპოლიტი შიო.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ