ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა კათოლიკოს-პატრიარქობის პროგრამული ხედვა წარადგინა
პატრიარქობის კანდიდატი ეკლესიის მმართველობის რეფორმაზე, სოციალური მსახურების გაძლიერებაზე, განათლებაზე, ახალგაზრდობასა და დიასპორასთან ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის ერთ-ერთი კანდიდატია, საზოგადოებას საკუთარი პროგრამული ხედვის ძირითადი პრინციპები გააცნო. ვრცელ მიმართვაში მიტროპოლიტი საუბრობს საქართველოს ეკლესიის ისტორიულ მისიაზე, თანამედროვე გამოწვევებზე და იმ მიმართულებებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, აუცილებელია ეკლესიის გაძლიერებისა და საზოგადოების სულიერი ერთობისათვის.
მიმართვა იწყება საქართველოს ეკლესიის ისტორიისა და ქრისტიანული იდენტობის მნიშვნელობის ხაზგასმით. მიტროპოლიტი გრიგოლი აღნიშნავს, რომ ქართველი ერი საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანულ სარწმუნოებაზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი და სულიერი ცნობიერებით ცხოვრობდა და სწორედ ამ მემკვიდრეობის დაცვა რჩება ეკლესიის უმთავრეს ამოცანად.
ტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მიმდინარე საპატრიარქო არჩევნებს. მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა ისტორიული მნიშვნელობის პროცესია, რომლის შედეგიც გავლენას მოახდენს როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის მომავალზე. მისი თქმით, სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე გადაწყვიტა საზოგადოებისთვის საკუთარი ხედვების საჯაროდ გაცნობა.
პროგრამის პირველ საკითხად დასახელებულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დებულების განახლება და მისი ჰარმონიზაცია ტრადიციასა და თანამედროვე გამოწვევებთან. მიტროპოლიტ გრიგოლის შეფასებით, მოქმედ დებულებაში არსებობს ბუნდოვანი ნორმები და საკითხები, რომლებიც განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ტოვებს. იგი საჭიროდ მიიჩნევს სპეციალური კომისიის შექმნას, რომელშიც მღვდელმთავრები, ღვთისმეტყველები და კანონისტები გაერთიანდებიან, რათა მომზადდეს ეკლესიის სწავლების შესაბამისი განახლებული დოკუმენტი.
ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად წარმოდგენილია კრებსითი მმართველობის გაძლიერება. მიტროპოლიტი გრიგოლი აღნიშნავს, რომ წმინდა სინოდის საქმიანობა უფრო აქტიური და რეგულარული უნდა გახდეს. მისი ხედვით, საჭიროა სინოდის სხდომათა რაოდენობის გაზრდა, საკითხების წინასწარი საფუძვლიანი განხილვა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ეფექტიანი ზედამხედველობა.
პროგრამაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მღვდელმსახურთა სოციალურ მდგომარეობასაც. მიტროპოლიტი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით რეგიონებში მოღვაწე სასულიერო პირების ნაწილი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს, რაც მათ სამოძღვრო საქმიანობაზეც აისახება. ამ მიმართულებით იგი გამჭვირვალე და სტაბილური ფინანსური სისტემის შექმნას, ასევე ცენტრალიზებული სოციალური მხარდაჭერის მექანიზმების ამოქმედებას ითხოვს.
მიტროპოლიტი გრიგოლი საუბრობს ეკლესიის სოციალური მსახურებისა და სოციალური დოქტრინის განვითარების აუცილებლობაზეც. მისი თქმით, თანამედროვე გამოწვევები — მათ შორის სიღარიბე, მიგრაცია, ოჯახური კრიზისი, ბიოეთიკური საკითხები და ხელოვნური ინტელექტი — ეკლესიისგან მკაფიო და სისტემურ პასუხს საჭიროებს. ამ მიზნით იგი სოციალური დოქტრინის სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნასა და ეპარქიებში სოციალური პროგრამების გაძლიერებას მიიჩნევს საჭიროდ.
დოკუმენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი საღვთისმეტყველო განათლებასა და მისიონერულ საქმიანობას ეხება. კანდიდატი აღნიშნავს, რომ მონასტრები და სასულიერო სასწავლებლები თანამედროვე პირობებში უფრო აქტიურ საგანმანათლებლო ცენტრებს უნდა წარმოადგენდნენ. ასევე საუბარია აკადემიური პროგრამების განვითარებაზე, საერთაშორისო თანამშრომლობაზე და ქართული საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის უცხოეთში პოპულარიზაციაზე.
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ახალგაზრდობის ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართულობაზე. მიტროპოლიტი გრიგოლი მიიჩნევს, რომ თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდების ნაწილი ეკლესიისგან დისტანცირდება და ამის საპასუხოდ აუცილებელია საგანმანათლებლო ჯგუფების, ციფრული პლატფორმებისა და ახალგაზრდული პროგრამების განვითარება, რომლებიც მათ ეკლესიურ ცხოვრებაში უფრო აქტიურად ჩართავს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის ცნობით, პატრიარქმა ბართლომემ განაცხადა, რომ ის ადამიანური პიროვნების დამცირების წინააღმდეგ იბრძვის.