მოწამენი: საბა სტრატილატი და მასთან 70 მხედარი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 მაისს მოწამე საბა სტრატილატის და მისთანა 70 მხედრის, მოწამეების: პასიკრატეს და ვალენტინეს; მოწამეების: ევსევის, ნეონის, ლეონტის, ლონგინოზის და სხვების, ღირსი თომა სალოსის, ღირსი ელისაბედ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმიდა მოწამენი: საბა სტრატილატი და მასთან 70 მხედარი (+272). წმიდა მოწამე საბა გუთთა ტომიდან იყო. სიმამაცისათვის მას სტრატილატის მაღალი წოდება უბოძეს. ის იმპერატორ ავრელიანეს (270-275) კარზე მსახურობდა.
საბა სიყრმითგან ქრისტიანი იყო და გულმოდგინედ იცავდა ქრისტეს მცნებებს, ეხმარებოდა გაჭირვებულებს, ნახულობდა საპყრობილეში მყოფ ქრისტიანებს. წმიდა და კეთილისმყოფელი ცხოვრებისათვის წმიდანმა უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო:
როცა იმპერატორმა გაიგო წმიდა საბას აღმსარებლობა, მოსთხოვა, განდგომოდაქრისტეს. მოწამემ მოიხსნა მეომრის ქამარი და მტკიცე უარი განაცხადა. წმიდანი სასტიკად აწამეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა.
მისი წამების მხილველი 70 მხედარი ქრისტეს სჯულზე მოექცა, რისთვისაც ისინი მაშინათვე სიკვდილით დასაჯეს.
წმიდა საბა საპყრობილეში ჩააგდეს. მეორე დილით, ახალი წამების შემდეგ წმიდანი მდინარეში დაახჩვეს (+272).
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიუნხენში დაიწყო რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საზღვარგარეთ მოღვაწე ეპისკოპოსთა კრება.