გოგნის „კარუგდებელი“ უნიკალური სალოცავი იმერეთში

2824
06 მაისი 15:20
31
გოგნის კარუგდებელი (წმინდა გიორგის ეკლესია) გოგნის კარუგდებელი (წმინდა გიორგის ეკლესია)

6 მაისს გიორგობის დღესასწაული განსაკუთრებით აღინიშნება გოგნში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი გოგნის წმინდა გიორგის ტაძრის შესახებ მოგიყვებათ და გაგიზიარებთ კადრებს.

გოგნის „კარუგდებელი“ (წმინდა გიორგის სახელობის  ეკლესია) უნიკალური სალოცავია საქართველოში, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში მდებარეობს. ის ცნობილია იმით, რომ მას კარი არ აქვს და არასდროს იკეტება, რაც მნახველს ნებისმიერ დროს აძლევს შესვლის საშუალებას. 

გადმოცემის თანახმად, სოფელში ყველა მამაკაცი დაღუპულა, რის მიზეზსაც ვერავინ პოულობდა. ერთ-ერთ მკვიდრს სიზმრად უხილავს, რომ მათი უბედურების მიზეზი სალოცავის დაკეტილი კარი იყო. როდესაც სოფლის მოსახლეობამ ეკლესიას კარი დაუკიდეს, ის ყოველ ჯერზე ჩამოვარდნილა. სწორედ ამის გამო ეწოდა მას "კარუგდებელი".

ლეგენდის თანახმად, ამ ადგილას სალოცავი მე-6 საუკუნიდან არსებობს, სადაც ბერები მახლობელი მთებიდან მოდიოდნენ. 

ეს ეკლესია მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, რომელსაც კარები არ გააჩნია. სალოცავი ხალხში დიდი პატივისცემით სარგებლობს და მას "გოგნის კარუგდებელ წმინდა გიორგის" უწოდებენ. 

ისტორიული წყაროების მიხედვით, სალოცავი VII-VIII საუკუნეებით თარიღდება, თუმცა არსებობს მოსაზრებები მისი უფრო ადრეული (VI ს.) წარმოშობის შესახებაც. არქიტექტურის ყველაზე გამორჩეული ნიშანია კარის არქონა — ტაძრის ღიობები არასდროს იკეტება, რაც ლეგენდასთანაა დაკავშირებული.

გოგნის „კარუგდებელი“ უნიკალური სალოცავი იმერეთში - სურათი 1

აღსანიშნავია, რომ ძველი სალოცავის გვერდით აშენდა ახალი ტაძარიც, რომლის არქიტექტორია არჩილ მინდიაშვილი (თბილისის სამების საკათედრო ტაძრის ავტორი). ახალი ტაძარი გამოირჩევა უნიკალური ქართული ჩუქურთმებით და ტრადიციისამებრ, არც მას აქვს კარები.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღავლენს წირვას.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ