საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღავლენს წირვას
საღვთო ლიტურგია დილის 10:00 საათზე დაიწყო.
მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სადღესასწაულო წირვას ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღავლენს.
საღვთო ლიტურგია დილის 10:00 საათზე დაიწყო. ისტორიულად, სწორედ ქაშუეთის ტაძარი არის ის ადგილი, სადაც 2017 წელს პატრიარქმა მეუფე შიო თავის მოსაყდრედ დაასახელა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გიორგობის დღესასწაული შავნაბადაზე ეპისკოპოს იოანეს ხელმძღვანელობით აღინიშნა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ