ამერიკის მთავარეპისკოპოსი რომის კათოლიკე მთავარეპისკოპოსს, კარდინალ ჯოზეფ ტობინს ეწვია
შეხვედრამ საშუალება მისცა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გულითადი აღდგომის მილოცვები და კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ ქრისტეში მათი ძმური კავშირი.
2026 წლის 28 აპრილს, აღდგომის სიხარულის სულისკვეთებით, ამერიკის მთავარეპისკოპოსი ელპიდოფორე რომის კათოლიკე მთავარეპისკოპოსის, კარდინალ ჯოზეფ ტობინის რეზიდენციას ეწვია. იუწყება გამოცემა orthodoxtimes.
ორმა იერარქმა ასევე მადლიერებით გაიხსენეს გასულ ზაფხულს რომსა და კონსტანტინოპოლში ერთობლივი მომლოცველობა და ხაზი გაუსვეს ასეთი შეხვედრების მუდმივ მნიშვნელობას ურთიერთგაგების ხელშეწყობისა და ქრისტიანული შერიგებისა და ერთიანობის მოწმობის ხელშეწყობისთვის.
ვიზიტი დასრულდა ძმური სიყვარულის სულისკვეთებით და განახლებული ერთგულებით დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებისადმი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ევროპარლამენტარმა კრისტიან ტერესმა ევროპარლამენტის სხდომაზე ილია მეორეზე ისაუბრა.