ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი სინოდის სხდომის შედეგებზე

2824
28 აპრილი 21:57
47
ნიკოლოზი – ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი. ფოტო: მჟკ ნიკოლოზი – ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი. ფოტო: მჟკ

დელეგატებს რაც შეეხება, ჩვენ წარვადგინეთ თითო ეპარქიიდან 2 სასულიერო პირი.

28 აპრილს ჩატარებული წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა(ფაჩუაშვილი) მედიის წინ კომენტარი გააკეთა.

,,კომისიის თავმჯდომარემ მეუფე თევდორემ წარმოგვიდგინა სია. ჩვენ ვიმსჯელეთ ვინ იქნებოდა კანდიდატები. ამის შემდეგ დაგვირიგდა სია. პროცედურა ესეთი იყო: იყო ფარული კენჭისყრა. საარჩევნო მაგიდასთან მივედით, მოგვცეს ტიტულოვანი ბიულეტენი. ჩვენი სასურველი კანდიდატის ჩაწერის შემდეგ ბიულეტენი მოვათავსეთ კონვერტში. ხმის დამთვლელმა კომისიამ გახსნა ყუთი, კომისიის წევრმა დათვალა, თუ როგორ გადანაწილდა ხმათა რაოდენობა.

დელეგატებს რაც შეეხება, ჩვენ წარვადგინეთ თითო ეპარქიიდან 2 სასულიერო პირი. ყველა ეპისკოპოსმა გადასცა სია. იქნება 1500-დან 2000-მდე დელეგატი, რომლებსაც ექნებათ აზრის გამოთქმის უფლება.

დებულების მიხედვით 17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება გაფართოებული სხდომა. გაფართოებული სხდომა არის ისტორიული მოვლენა.

მეუფე შიოს მხარი დაუჭირა 20-მა წევრმა. მეუფე იობსა და მეუფე გრიგოლს 7-7-მა წევრმა.''

კითხვაზე: შეინარჩუნებს თუ არა მეუფე შიო ხმათა ამ რაოდენობას, შემდეგნაირად უპასუხა: ,,დიახ და შეიძლება უფრო მეტიც კი.''

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სინოდის განჩინებას წაიკითხავს სინოდის მდივანი, - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ