სინოდის განჩინებას წაიკითხავს სინოდის მდივანი, - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

28 აპრილი 17:59
909
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ფოტო: მჟკ დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. ფოტო: მჟკ

დღე საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა მოხდა.

დღეს, 2026 წლის 28 აპრილს შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა. ამასთან დაკავშირებით დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან გააკეთა კომენტარი.

,,დასრულდა სხდომა, როგორც ყოველთვის სინოდის განჩინებას მოგვიანებით წაიკითხავს სინოდის მდივანი. რაც შეეხება შედეგებს, დღეს იყო საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა. სამი კანდიდატი იყო გამორჩეული: მოსაყდრე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი.

ამ სამ კანდიდატს შორის არჩევა მოხდება უკვე გაფართოებულ სხდომაზე. კენჭისყრის შედეგი გვაჩვენებს ვინ იქნება მომავალი კანდიდატი. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიიღო 20 ხმა. დანარჩენმა 2 კანდიდატმა მიიღო 7-7 ხმა.''

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 2026 წლის 28 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება.

 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ