საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს

28 აპრილი 13:15
594
საქართველოს საპატრიარქო. ფოტო: მჟკ საქართველოს საპატრიარქო. ფოტო: მჟკ

სხდომის დაწყებამდე მიტროპოლიტმა შიომ ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა.

ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს, სადაც სინოდის წევრები სამ საპატრიარქო კანდიდატს შეარჩევენ.

სხდომის დაწყებამდე, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), მღვდელმთავრებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღასრულა.

სინოდის მიერ შერჩეული კანდიდატები შემდგომში წარედგინება საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, სადაც უნდა მოხდეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 2026 წლის 28 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ