სიონის ტაძარში პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღეს ღვთისმსახურება აღევლინა
ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ აღავლინა, რომელსაც ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ.
25 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა. ამასთან დაკავშირებით, სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინა, რომელიც დილის 10:00 საათზე დაიწყო.
ღვთისმსახურებას უძღვებოდა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. მსახურებაზე შეკრებილი იყო საკართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მრევლი, რომლებმაც პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს.
სიონის ტაძარში გამართულ პანაშვიდსა და ლიტურგიას დაესწრნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
ღვთისმსახურებისას პატრიარქ ილია II-ის ღვაწლი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე მისი განსაკუთრებული როლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სიონის ტაძარში პატრიარქ ილია II-ის ხსოვნისადმი 40-ე დღის პანაშვიდი აღევლინება.