სიონის საპატრიარქო ტაძარში ილია II-ის საფლავზე პანაშვიდი აღესრულა
მსახურება ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ხარაგაულის სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.
2026 წლის 23 აპრილს, სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის საფლავზე მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა.
მსახურება აღავლინა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურთან, დეკანოზ თომასთან (ლაცაბიძე) თანამსახურებით.
პანაშვიდზე შესრულდა საგალობლები, ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის მიერ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 23 აპრილს სქემარქიმანდრიტ საბას (ჟღენტი) გარდაცვალებიდან სამი წელი შესრულდა.
0
0
მარგვეთისა და უბისის ეპარქია
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი
პატრიარქი ილია II
სიონის საპატრიარქო ტაძარი
პანაშვიდი
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
18 სექტემბერი 19:43
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
18 სექტემბერი 15:57
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
18 სექტემბერი 13:36