ჰოსპისი „ფერისცვალება“ ექთნებისთვის უფასო ტრენინგს აცხადებს
20-საათიანი პრაქტიკული კურსი თბილისში სამ ეტაპად გაიმართება და მოიცავს კომუნიკაციის, შეფასებისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საკითხებს.
ჰოსპისი „ფერისცვალება“ ექთნებს იწვევს პროფესიულ ტრენინგზე, რომელიც დემენციის მქონე ხანდაზმულთა მოვლის თანამედროვე მეთოდებს შეეხება. სწავლება გაიმართება 18 და 19 აპრილს, ასევე 2 მაისს.
ტრენინგის საერთო ხანგრძლივობა 20 საათია და ყოველდღიურად 13:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება. პროგრამა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა დემენციის მქონე პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის მეთოდები, შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება, ასევე ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და პრაქტიკული რეკომენდაციები.
კურსს გაუძღვება ტრენერი ანა ბეროშვილი.
მონაწილეობა უფასოა, თუმცა მსურველებმა წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია სპეციალური ონლაინ ფორმის საშუალებით:
[https://forms.gle/4bFSzDyt96Drt31u7](https://forms.gle/4bFSzDyt96Drt31u7)
ტრენინგი ჩატარდება ჰოსპისი „ფერისცვალების“ ტრენინგ-ცენტრში, მისამართზე: თბილისი, ურბნისის ქუჩა N7 (მეტრო ავლაბარის მიმდებარე ტერიტორია).
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ორგანიზატორებს ნომერზე: 577 22 44 25.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ლუდვიგსბურგში მართლმადიდებლურ ლიტურგიაში მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მონაწილეობდა.