აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძე: „პატრიარქის წერილი ანდერძი არ არის“
მიტროპოლიტის განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ლოცვა-კურთხევას და არა ოფიციალურ ანდერძს.
აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავით მახარაძემ პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებულ გავრცელებულ მოსაზრებებზე განმარტება გააკეთა. როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, საუბარი არ ეხება ანდერძს და მსგავსი ფორმით დოკუმენტი არც შედგენილა.
"ასე ანდერძი არ თქმულა, არც არის. თუ ვიტყვით, რომ პატრიარქის დაწერილი წერილი ანდერძია, არც ეს იქნება მართალი, იმიტომ, რომ იქ არ წერია რომ "ვწერ ანდერძს". ეს არის პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, თუ სხვანაირად ვიტყვით, ბრძანებულება, რომ რაღაცა ნომრით ეს წერილი დაწერილია. ეს პატრიარქის სურვილი, აზრი და დამოკიდებულებაა რაღაც საკითხთან. ამდენად, ანდერძიც წასაკითხი არ იყო, რადგან მოსაყდრე იყო მეუფე შიო და [მოსაყდრედ დამტკიცებისას] სინოდის ყველა წევრმა მივეცით მას ხმა, თანხმობა, რომ ის იყოს მოსაყდრე ამ პერიოდში" - განაცხადა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავით მახარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი სამწყსოსადმი.