ყინწვისის საბას კოშკის მონასტერში მიტროპოლიტმა იობმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა

2824
17 აპრილი 20:08
12
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) . ფოტო: ეპარქიის გვერდი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) . ფოტო: ეპარქიის გვერდი

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვას წინამძღვრობდა.

2026 წლის 17 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს, ყოვლადუსამღვდელოესმა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) საღმრთო ლიტურგია აღავლინა ყინწვისის საბას კოშკის მამათა მონასტრის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარში.

ღვთისმსახურებაზე მიტროპოლიტს თანამსახურებას უწევდნენ მონასტრის ძმობა და ადგილობრივი სამღვდელოება. ლიტურგიას ესწრებოდნენ მრევლი და მომლოცველები, რომლებიც აღდგომის სიხარულს ერთობლივი ლოცვით იზიარებდნენ.

საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მეუფე იობმა მრევლს ქადაგებით მიმართა და აღდგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა სინანულის, სიყვარულისა და უფლისადმი ერთგულების მნიშვნელობას, რაც კეთილგონიერი ავაზაკის მაგალითით განსაკუთრებულად იკვეთება.

ღვთისმსახურება აღდგომის ბრწყინვალე დღეების სიხარულითა და საზეიმო განწყობით წარიმართა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი სამწყსოსადმი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ