„დავითიანნის“ მგალობელთა გუნდი ახალ წევრებს იწვევს
ახალგაზრდული მოძრაობა აცხადებს მიღებას ქართული საეკლესიო გალობის შესასწავლად და ტრადიციის გასაძლიერებლად.
საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ მგალობელთა გუნდი აცხადებს მიღებას ახალ წევრებზე. გუნდი იწვევს ყველას, ვინც დაინტერესებულია ქართული საეკლესიო გალობის შესწავლით ან უკვე აქვს ამ მიმართულებით გამოცდილება.
ინიციატივის მიზანია ქართული ტრადიციული გალობის შენარჩუნება, განვითარება და ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია.
ორგანიზატორების განცხადებით, პროექტი მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას არა მხოლოდ ისწავლონ გალობა, არამედ ჩაერთონ სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლების პროცესში.
დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მითითებული ბმულის საშუალებით:
[https://forms.gle/DX46NvcAQt8nQfCMA](https://forms.gle/DX46NvcAQt8nQfCMA)
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
პატრიარქი ბართლომეოსი ბულგარეთში ჩავიდა
გუშინ 10:28