ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეში გამოფენა - „ფიროსმანი“ გაიხსნა

2824
17 აპრილი 12:40
21
ნიკო ფიროსმანაშვილი - სააღდგომო სუფრა. ფოტო: კულტურის სამინისტრო ნიკო ფიროსმანაშვილი - სააღდგომო სუფრა. ფოტო: კულტურის სამინისტრო

ექსპოზიცია კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ დაათვალიერა.

ეროვნული გალერეის განახლებულ საგამოფენო სივრცეში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ნიკო ფიროსმანაშვილის 50-მდე ნამუშევრის გამოფენა - „ფიროსმანი“ გაიხსნა.

ექსპოზიცია კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ დაათვალიერა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სამუზეუმო კოლექციების დაცვა-შენახვისა და ექსპონირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეები განახლდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კლიმატკონტროლის სისტემით აღიჭურვა.

ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეში გამოფენა - „ფიროსმანი“ გაიხსნა - სურათი 1

"სასიხარულოა, რომ დასრულდა ეროვნული გალერეის ტექნიკური აღჭურვა. გამოწვევები სრულად დაძლეულია. ჩვენი მიზანია, გვქონდეს გამართული ინფრასტრუქურა, რათა ეროვნული საგანძური სათანადოდ იყოს დაცული.

კულტურის სამინისტრო მზად არის, ყოველთვის იყოს იმ პროექტების მხარდამჭერი, რომლებიც ჩვენს საგანძურზე ზრუნვას ემსახურება", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: ვნების შვიდეულის პარასკევი, უმძიმესი დღეა კაცობრიობის ისტორიაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ