რენეში აღდგომის თემაზე საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართება
სამრევლო სკოლაში დაგეგმილ შეხვედრაზე დამსწრეები აღდგომის სიმბოლიკისა და მნიშვნელობის შესახებ მიიღებენ პასუხებს.
ქალაქ რენეში, 18 აპრილს, შაბათს, 12:00 საათზე, სამრევლო სკოლაში გაიმართება სპეციალური შეხვედრა, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შინაარსსა და სიმბოლურ მნიშვნელობას დაეთმობა.
ღონისძიება ტარდება დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით, ხოლო ორგანიზებაში მონაწილეობენ მთ. ანგელოზ გაბრიელის სახელობის სამრევლოს მოძღვარი, დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი და სამრევლო სკოლა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან აღდგომის დღესასწაულის სიღრმისეულ მნიშვნელობას, მოისმენენ განმარტებებს წითელი კვერცხის, პასკისა და სანთლის სიმბოლიკის შესახებ. ასევე გაიმართება მულტფილმის ჩვენება და კითხვა-პასუხის სესია.
ღონისძიებას წარუძღვება სამრევლო სკოლის პედაგოგი თეა გოგიჩაიშვილი (თეა-თიკო).
დასწრება თავისუფალია და ორგანიზატორები ყველა მსურველს მოუწოდებენ, შეუერთდნენ შეხვედრას და მოიწვიონ მეგობრებიც.
შეხვედრის მისამართია: 15 rue Sergent Guihard, 35000 Rennes.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცეში გამოფენა - „ფიროსმანი“ გაიხსნა.