მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის ქადაგება ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასაწაულზე
საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მწვალებლობა არასოდეს მიუღია.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე მროველ - ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ღვთისმსახურება ჩაატარა აბისის დედათა მონასტერში.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა მრევლს ქადაგებით მიმართა, დალოცა ისინი და დღესასწაული მიულოცა: ,,გილოცავთ დღევანდელ დღეს! დღეს არის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე. ეს არის ერთადერთი ხატი, რომელიც ქვეყნის სახელს ატარებს. საოცარია ის დიდი სასწაული, რაც დღევანდელ დღეს მოხდა, ხატმბრძოლობის დროს, ივერიის ღვთისმშობლის ხატს მახვილი დაჰკრეს სახეში, საიდანაც სისხლი გადმოვიდა, როგორც ცოცხალი ადამიანისგან. სისხლის კვალი დღესაც ეტყობა ხატს.
გადის დროს, ხატმბრძოლობის დროს მოხდა ერესი. ერესი საქართველომ არ მიიღო. საქართველოში ჩამოვიდა იოანე, გუთელი ეპისკოპოსი და სვეტიცხოველში მოხდა მისი კურთხევა.
საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მწვალებლობა არასოდეს მიუღია.
საქართველოში შემობრძანდა, როგორც მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, ასევე შემობრძანდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატის სახით. ქართველებს არასოდეს შეურაცჰყვიათ არც-ერთი ხატი.
მართლაც საწაულია, რომ გაბრიელ ქართველი, უდიდესი წმინდანი, რომელიც მოღვაწეობდა ათონის მთაზე, სწორედ ის აირჩია დედა ღვთისმშობელმა, რომ მისი ხატი გაებრძანებინა ნაპირზე. არის კიდევ მეორე სასწაული, მეორედ მოსვლის დროს, ივერიის ღვთისმშობლის ხატი დატოვებს ათონის მთას და საქართველოში ჩამობრძანდება. ეს იქნება დიდი ნიშანი იმისა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განსაკუთრებულად მცველი და მფარველია საქართველოსი. რომ არა მისი მფარველობა დღეს საქართველო აღარ იარსებებდა.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ივერიის ღვთისმშობლის ხატის ქვეშ გაერთიანებულიყოს სრულიად საქართველო. ჩვენთან არს ღმერთი!''
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, სერბეთში რუმინელმა და სერბმა მართლმადიდებლებმა ერთობლივი მსვლელობა გამართეს.