69 წლის წინ ბერად აღიკვეცა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია ll
1957 წლის 16 აპრილს, ბერად აღიკვეცა მისი უწმინდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია ll.
69 წლის წინ, 1957 წლის 16 აპრილს ბერად აღიკვეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში. მას ბერობისას ილია ეწოდა წმინდა ილია თეზბიტელის პატივსაცემად. ამავე წლის 18 აპრილს, სიონის საპატრიარქო ტაძარში იგი დიაკვნად აკურთხეს.
ამ დღესთან დაკავშირებით მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა,ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, წმიდა იოანე ოქროპირის ქადაგება აღდგომის დღესასწაულზე.
0
0
პატრიარქი ილია II
ბერად აღკვეცა
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია
გერასიმე – ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
პატრიარქი ბართლომეოსი ბულგარეთში ჩავიდა
დღეს 10:28