ბრეტანში ქართველებმა წმინდა გიორგის სახელობის ახალი სამრევლო დააარსეს
ქიმპერში, ლორიენტსა და ბრესტში მცხოვრები ქართველები გაერთიანდნენ — მამა სპირიდონ გრიგოლაშვილი რეგულარულ მსახურებებს უკვე ქიმპერში აღავლენს.
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევით და მთ. ანგელოზ გაბრიელის სახელობის სამრევლოს მოძღვრის, დეკანოზ სპირიდონ გრიგოლაშვილის ლოცვითა და ძალისხმევით, საფრანგეთის ბრეტანის რეგიონში მცხოვრებმა ქართველებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს — ქიმპერში, ლორიენტსა და ბრესტში (Quimper, Lorient, Brest) ჩამოყალიბდა წმინდა გიორგის სახელობის ახალი სამრევლო.
2026 წლის 28 მარტს, ახალდაარსებულ სამრევლოში, აღესრულა შვიდგზის ზეთისცხების (ზეთისკურთხევის) საიდუმლო, რაც სამრევლოს სულიერი ცხოვრების მნიშვნელოვან დასაწყისად იქცა.
ამჟამად ქ. ქიმპერში (Finistère) დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი რეგულარულად აღავლენს საღვთო მსახურებებს, რაც ადგილობრივ ქართველ მართლმადიდებელ მრევლს საშუალებას აძლევს, აქტიურად ჩაერთოს ეკლესიურ ცხოვრებაში.
უახლოესი მსახურებები:
18 აპრილი, შაბათი — საღვთო ლიტურგია 09:00 სთ-ზე
18 აპრილი, შაბათი — ნათლობა 13:00 სთ-ზე
მისამართი:
25 Rue de la Chapelle de Cuzon,
29000 Quimper
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი იობი 17 აპრილს ყინწვისში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.