აღდგომის დღეებში თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ და გახანგრძლივებული გრაფიკით იმუშავებს
სასაფლაოების მიმართულებით დამატებითი მარშრუტები დაინიშნა, მეტრო კი 12 აპრილის გამთენიის 4 საათამდე იმოძრავებს.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ და გახანგრძლივებული სამუშაო რეჟიმით მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, 12-13 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით ცხრა დროებითი მარშრუტი ამოქმედდება. დამატებითი ავტობუსები მგზავრებს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე მოემსახურება.
დროებითი მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურების – „მარჯანიშვილის“, „დელისის“, „სარაჯიშვილის“, „ვარკეთილის“ და „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიებიდან, ასევე „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან. ავტობუსები დაინიშნა ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან, კერძოდ, შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდანაც.
განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის თბილისის მეტროც – 11 აპრილის ღამეს მეტრო 12 აპრილის გამთენიის 04:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო მგზავრობა ამ პერიოდში უფასო იქნება.
დედაქალაქის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად ისარგებლონ მუნიციპალური ტრანსპორტით და გადაადგილება წინასწარ დაგეგმონ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საფლავთა კურთხევის დღეს პანაშვიდი ლევილის მამულიშვილთა პანთეონში აღევლინა.