ქრისტეს საფლავის ტაძრის კარები დაილუქა
აღდგომის ტაძარში ქრისტიანები ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან.
მორწმუნეები იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში დილიდან იკრიბებიან. რეგიონში დაძაბული ვითარების გამო წელს მომლოცველთა მცირე რაოდენობა შეინიშნება.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იტყობინება, ტაძრის კარები ამ წუთებში დალუქეს.
ცეცხლის ანთებამდე პატრიარქი ეკვდერში, ქვის წინაშე იჩოქებს, ხოლო მრევლი გარეთ ელოდება. ცეცხლის ანთების შემდეგ პატრიარქი ხალხის წინაშე ორი ანთებული სანთლით გამოდის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დიდი პარასკევის დილა იერუსალიმში.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.