წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის პირდაპირი ტრანსლაცია იერუსალიმიდან
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის რედაქცია იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიას პირდაპირ ეთერში გადასცემს.
დღეს მსოფლიო მართლმადიდებელი სამყარო ელოდება წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას.
გთავაზობთ პირდაპირ ტრანსლაციას
https://www.facebook.com/eod.greece/
გადმოცემის თანახმად, წარსულში იესოს აკლდამაში, კონკრეტულად კი, მარმარილოს ფილიდან, რომელიც მის განსასვენებელ ქვის ფილას ფარავს, ჩნდებოდა ლურჯი ფერის სინათლე. აღნიშნული მარმარილოს ფილა ამჟამად ძველ იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავის ტაძარშია განთავსებული.
ადრე ითვლებოდა, რომ აღნიშნული სინათლე იღებდა ცეცხლის სვეტის ფორმას, რომლიდანაც სანთლები ინთებოდა. ასევე, არსებობს გადმოცემა, რომლის თანახმად წმინდა ნათელი სპონტანურად ანთებს ეკლესიაში არსებულ სანთლებს და კანდელებს. მომლოცველები და სამღვდელოება ხშირად ამობენ, რომ წმინდა ცეცხლი მათ არ წვავს.
ცეცხლის ანთებამდე პატრიარქი ეკვდერში, ქვის წინაშე იჩოქებს, ხოლო მრევლი გარეთ ელოდება. ცეცხლის ანთების შემდეგ პატრიარქი ხალხის წინაშე ორი ანთებული სანთლით გამოდის.[5] ცერემონიას იერუსალიმში ათასობით მომლოცველი და ადგილობრივი, სხვადასხვა დენომინაციის წარმომადგენელი ქრისტიანი ესწრება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დიდი პარასკევის დილა იერუსალიმში.