მესტიაში ხარების დღესასწაული საზეიმოდ აღინიშნა
მიტროპოლიტმა ილარიონმა საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა.
მართლმადიდებელი ეკლესია 7 აპრილს ხარების დიდებულ დღესასწაულს აღნიშნავს. ამ მნიშვნელოვან დღესთან დაკავშირებით, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა საღმრთო ლიტურგია აღავლინა მესტიაში, მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში.
სადღესასწაულო მსახურებას მრევლი დაესწრო, რომლებიც ლოცვითა და სულიერი განწყობით შეუერთდნენ ამ დღის სიხარულს. ქადაგებაში მიტროპოლიტმა ხაზგასმით აღნიშნა ხარების მნიშვნელობა — დღე, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მორჩილებით მიიღო ღვთის ნება და ამით კაცობრიობის ხსნის დასაწყისი მოევლინა.
ხარება მორწმუნეთათვის არის რწმენის, სიმდაბლისა და ღვთის ნებისადმი მორჩილების მაგალითი. სასულიერო პირებმა მრევლს მოუწოდეს, რომ ყოვლადწმინდა ქალწულის მსგავსად, გახსნან გულები ღვთის მადლის მისაღებად და ცხოვრებაში მისი ნება აღასრულონ.
სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ტაძარში გაისმა ტრადიციული საგალობლები და მრევლმა კიდევ ერთხელ გაიზიარა ამ დღის სულიერი სიხარული.
„ისპოლაეტი დესპოტა“ — ამ სიტყვებით დაასრულეს მორწმუნეებმა საზეიმო მსახურება, მიტროპოლიტის მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვით.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ქადაგება ხარების დღესასწაულზე.