ხარების დღესასწაული წმინდა ბარბარეს ტაძარში საზეიმო ლიტურგიით აღინიშნა

7 აპრილი 16:19
261
ხარების დღესასწაული წმინდა ბარბარეს ტაძარში. ფოტო: მჟკ ხარების დღესასწაული წმინდა ბარბარეს ტაძარში. ფოტო: მჟკ

დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესისა და უნეტარესის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ხარების დიდებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში საზეიმო საღვთო ლიტურგია აღევლინა, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვლმა აღასრულა.

მსახურებაზე შეკრებილმა მრევლმა ლოცვით აღნიშნა ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საუფლო დღესასწაული — ხარება, რომელიც მაცხოვრის განკაცების ხარებას უკავშირდება.

საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მერაბ აბრამიშვილის გამოფენა „გამჭვირვალე მეხსიერება“ ბაია გალერეაში 1 მაისამდე გაგრძელდება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ