მერაბ აბრამიშვილის გამოფენა „გამჭვირვალე მეხსიერება“ ბაია გალერეაში 1 მაისამდე გაგრძელდება
დამთვალიერებლებს ორი საგამოფენო სივრცე ელოდება — ექსპოზიციაზე დასწრება უფასოა.
ბაია გალერეის ორივე საგამოფენო სივრცეში მიმდინარეობს ქართველი მხატვრის, მერაბ აბრამიშვილის გამოფენა სახელწოდებით „გამჭვირვალე მეხსიერება“, რომელიც დამთვალიერებლებისთვის 2026 წლის 1 მაისამდე იქნება ხელმისაწვდომი.
გამოფენა წარმოდგენილია მისამართებზე: პ. ინგოროყვას 19ა და ა. რაზმაძის 68. გალერეა მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 12:00-დან 19:00 საათამდე. დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისთვის.
ექსპოზიცია აერთიანებს მერაბ აბრამიშვილის მხატვრულ ხედვას, რომელიც ღრმა ფილოსოფიურ და რელიგიურ შრეებს მოიცავს. როგორც თავად ავტორის შემოქმედებითი პრინციპი მიანიშნებს, მისთვის მთავარი არა ნარატივი, არამედ იდეაა — „იდეა ახატვინებს და არა ამბავი; ამიტომაც გამოსახულება იდეოგრამაა, რომელიც იდეას ემსახურება და ინტერპრეტირებულია როგორც ხატი“.
მხატვრის ნამუშევრებში აშკარად იკვეთება „ხატის“ ესთეტიკა და თაყვანისმცემლური დამოკიდებულება სამყაროსადმი — ობიექტის განდიდება, აღფრთოვანება და მის სიღრმეებში ჩაღრმავება. აბრამიშვილის ხედვით, „ღმერთი დეტალებშია“ და ყოველი ქმნილება მისი არსებობის გამოვლინებას წარმოადგენს.
გამოფენა „გამჭვირვალე მეხსიერება“ თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად განიხილება და დამთვალიერებელს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს ავტორის ინდივიდუალურ, სულიერ სამყაროს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხარების დღესასწაულზე სიონის ტაძარში მიტროპოლიტი შიო აღასრულებს წირვას.