ხარების დღესასწაულზე სიონის ტაძარში მიტროპოლიტი შიო აღასრულებს წირვას
ღვთისმსახურების შემდეგ შესრულდება პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
2026 წლის 7 აპრილს, ხარების დიდებულ დღესასწაულზე, 10:00 საათზე, სიონის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას აღასრულებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ტაძარში შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
ხარების დღესასწაული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც ეძღვნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისთვის მაცხოვრის ჩასახვის სასიხარულო უწყებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ლოცვა, რომელსაც ლაზარეს შაბათს ვკითხულობთ.
0
0
სიონის საპატრიარქო ტაძარი
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო
ღვთისმსახურება
ხარება
მართლმადიდებლობა
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
გუშინ 12:09