სურამში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება გაიმართება

6 აპრილი 10:46
243
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი. ფოტო: ეპარქიის გვერდი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ეპისკოპოსი სვიმეონი წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

7 აპრილს, ხარების დიდებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, სურამის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება გაიმართება.

საღვთო ლიტურგიას ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი აღავლენს. მსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ხარების დღესასწაული ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეს წარმოადგენს და მორწმუნეებისთვის განსაკუთრებული სულიერი მნიშვნელობა აქვს.

ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა“.უფალმა იესო ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება როგორც „ჩვენთარ არს ღმერთი“. ჭეშმარიტად, ღვთის განკაცებით ჩვენთან არს ღმერთი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ლოცვა, რომელსაც ლაზარეს შაბათს ვკითხულობთ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ