სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა
საპატრიარქოში გამართულ სხდომაზე მღვდელმთავრებმა საორგანიზაციო საკითხები და პატრიარქობის კანდიდატის კრიტერიუმები განიხილეს.
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღესრულა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.
სინოდის წევრმა მღვდელმთავრებმა სხდომის დაწყებამდე განაცხადეს, რომ შეხვედრა ძირითადად საორგანიზაციო საკითხების განხილვას დაეთმობოდა. მათი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპატრიარქო კანდიდატი.
მღვდელმთავრების განმარტებით, პროცესი მოიცავდა როგორც დებულებით განსაზღვრულ საკითხებს, ასევე იმ თემებს, რომლებიც დამატებით განხილვას საჭიროებდა და საბოლოოდ საერთო შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქოსთან სინოდის წევრები იკრიბებიან.