ბოლნისის სიონში ზეთის კურთხევის საიდუმლო აღესრულება
ღვთისმსახურებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებს.
2 აპრილს, დილის 10 საათზე, ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში ზეთის კურთხევის საიდუმლო — შვიდგზის ზეთისცხება — აღესრულება.
საიდუმლოს აღასრულებს მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად.
ზეთის კურთხევის საიდუმლო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საეკლესიო მსახურებაა, რომელიც მორწმუნეთათვის სულიერი და ხორციელი კურნებისათვის აღესრულება. მსახურებაზე დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მთავრობა საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 43 მილიონ ლარზე მეტს გამოუყოფს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
გუშინ 12:09