ბიბლეისტიკის კათედრაზე იესო ქრისტეს უდაბნოში გამოცდის თემაზე სემინარი გაიმართა

2824
02 აპრილი 18:37
15
დეკანოზი გიორგი გუგუშვილი. ფოტო: თბილისის სასულიერო აკადემია დეკანოზი გიორგი გუგუშვილი. ფოტო: თბილისის სასულიერო აკადემია

სემინარზე მოხსენებით სასულიერო სემინარიის პირველკურსელი ნიკოლოზ გოგოლაძე წარდგა.

2026 წლის 1 აპრილს, ბიბლეისტიკის კათედრის ორგანიზებით, ჩატარდა შემეცნებითი ხასიათის ყოველკვირეული სემინარი, რომელიც მიეძღვნა იესო ქრისტეს უდაბნოში გამოცდის ეპიზოდის თეოლოგიურ განმარტებას.

სემინარზე მოხსენებით წარდგა სასულიერო სემინარიის I კურსის სტუდენტი ნიკოლოზ გოგოლაძე. მან წარმოადგინა თემა: „იესო ქრისტეს გამოცდა უდაბნოში (მთ. 4.1-11 / მრკ. 1.12-13 / ლკ. 4.1-14 მონაკვეთების ძირითადი განმარტებანი)“. მომხსენებელმა სახარებისეული ტექსტების საფუძველზე მიმოიხილა სხვადასხვა თეოლოგიური ხედვა და განმარტება, რომლებიც საგულდაგულოდ ჰქონდა დამუშავებული. მისი გამოსვლა გამოირჩეოდა შინაარსობრივი სიღრმითა და საკითხის საინტერესო პრეზენტაციით.

სემინარს ხელმძღვანელობდა ნაშრომის ხელმძღვანელი — დეკანოზი გიორგი გუგუშვილი, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, პროფესორი. ღონისძიებას უძღვებოდა ბიბლეისტიკის კათედრის დოქტორანტი და ახალი აღთქმის პედაგოგი რევაზ მუჯირიშვილი.

სემინარს ესწრებოდნენ სასულიერო სემინარიის პედაგოგები და სტუდენტები, რომლებმაც აქტიურად მიიღეს მონაწილეობა განხილვაში. შეხვედრის ბოლოს მომხსენებელმა დამსწრეთა კითხვებს ამომწურავად და დამაჯერებლად უპასუხა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მთავრობა საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 43 მილიონ ლარზე მეტს გამოუყოფს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ