ზვიად გამსახურდიას დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა

31 მარტი 19:42
306
საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ფოტო: ღია წყარო საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ფოტო: ღია წყარო

საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ეროვნული გმირი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი 1939 წლის 31 მარტს დაიბადა.

31 მარტს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე აღინიშნება — 2026 წელს ის 87 წლის გახდებოდა.

ზვიად გამსახურდია იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, მეცნიერ-ფილოლოგი, მწერალი და მთარგმნელი. იგი აქტიურად მონაწილეობდა 1987-1990 წლებში გამართულ თითქმის ყველა მნიშვნელოვან მშვიდობიან მასობრივ აქციაში, მათ შორის 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებში, რომელიც საბჭოთა ძალების მიერ სისხლიანად იქნა დარბეული. აღნიშნული მოვლენების შემდეგ, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი, გამსახურდია დააპატიმრეს.

მოგვიანებით მან ჩამოაყალიბა პოლიტიკური ბლოკი „მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო“, რომელმაც 1990 წლის 28 ოქტომბრის მრავალპარტიულ არჩევნებში გაიმარჯვა. იმავე წლის ბოლოს, საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე, ზვიად გამსახურდია საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

მისი ხელმძღვანელობით ქვეყანას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, აღდგა სახელმწიფო ატრიბუტიკა — დროშა, გერბი და ჰიმნი. 1991 წლის 9 აპრილს კი, რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტი 1991-1992 წლებში იყო. 1993 წლის ბოლოს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ის იძულებული გახდა სამეგრელოს მთიან რეგიონში გადასულიყო. 1993 წლის 31 დეკემბერს იგი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში გარდაცვლილი იპოვეს.

ზვიად გამსახურდიას ნეშტი თავდაპირველად გროზნოში დაკრძალეს, ხოლო 2007 წლის 1 აპრილს იგი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

ზვიად გამსახურდია საქართველოს ისტორიაში რჩება, როგორც დამოუკიდებლობის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და ეროვნული იდეის გამტარებელი ლიდერი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სიონის ტაძარს სახურავს შეუცვლიან — თბილისის განვითარების ფონდმა 1.3 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ