მეუფე ისაია პატრიარქობის შესაძლო კანდიდატურაზე: „ეს ჯვარია და არა სასიხარულო“

31 მარტი 10:43
225
ისაია – ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი. ფოტო: საქართველოს საპატრიარქო ისაია – ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი. ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ ყველაფერი ღვთის ნებაზეა დამოკიდებული, ხოლო გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს.

ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაია (ჭანტურია) ქადაგებისას საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა იგი პატრიარქობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილებოდეს.

მეუფე ისაიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მისთვის ოფიციალურად არავის მიუმართავს და საკითხის გადაწყვეტა მთლიანად ღვთის ნებაზეა დამოკიდებული.

„არავინ დასახელებულა ჯერ საერთოდ. ერთმა სასულიერო პირმა მომწერა უცხოეთიდან, ვლოცულობთო, რომ თქვენო გახდეთო და მე მას ვუპასუხე, რომ ვილოცოთ იმისთვის, რომ ყოველი არის ღვთის ნება. უფლის ნება როგორი არის, ეს არის მთავარი და თქვენც ამას გთხოვთ, რომ ილოცოთ, გამოარჩიოს უფალმა ის ადამიანი, რომელიც ამ გოლგოთაზე ღვთის ნებით უნდა ავიდეს. სასიხარულო ამაში არაფერი არ არის, ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა დააკისრა,“ – განაცხადა მიტროპოლიტმა.

მისივე თქმით, ვისაც ეს მძიმე პასუხისმგებლობა დაეკისრება, მასზე უარის თქმა არ უნდა იყოს შესაძლებელი და მან ეს ჯვარი უნდა იტვირთოს.

საზოგადოებაში გავრცელებული არაოფიციალური ცნობებით, მეუფე ისაია ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად სახელდება, თუმცა თავად სასულიერო პირს აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მეუფე იაკობი: „პატრიარქის არჩევა სულიწმიდით ხდება — ძალიან კარგი პატრიარქი გვეყოლება“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ