მიტროპოლიტი საბა: „პატრიარქობა არ არის ადმინისტრაციული თანამდებობა — ეს არის ტვირთი და ჯვარი“

30 მარტი 20:58
198
ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა. ფოტო: ეპარქიის გვერდი ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა. ფოტო: ეპარქიის გვერდი

სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტი აცხადებს, რომ პატრიარქის არჩევა ადამიანური კრიტერიუმებით არ განისაზღვრება და ყველაფერი ღვთის ნებაზეა დამოკიდებული.

სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) საკვირაო ქადაგებისას პატრიარქის არჩევის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი ადამიანური შეფასებებითა და პოლიტიკურ-ემოციური კრიტერიუმებით არ განისაზღვრება.

მისი თქმით, პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ ნიშნებით, თუ ვინ როგორ ცხოვრობს ან რა პოზიციებს აფიქსირებს სხვადასხვა საკითხზე. „პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით. არ ხდება შედარებებით, ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს ან შეაქებს ევროპას და პირიქით,“ — აღნიშნა მიტროპოლიტმა.

მეუფე საბას განცხადებით, მსგავსი მსჯელობები მცირერიცხოვანი ჯგუფებისგან მოდის, თუმცა ეკლესიისთვის გადამწყვეტი არა ადამიანური, არამედ ღვთიური ნებაა. „ყველაფერი ზეცაში წყდება,“ — თქვა მან.

ქადაგებისას მიტროპოლიტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პატრიარქობა არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც ადმინისტრაციული თანამდებობა. მისი განმარტებით, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, სულიერი ტვირთი და ჯვარი, რომელიც განსაკუთრებულ მსახურებას და თავდადებას მოითხოვს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი: ,,პატრიარქის არჩევა არაუგვიანეს ორ თვეში მოხდება”.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ