მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი: ,,პატრიარქის არჩევა არაუგვიანეს ორ თვეში მოხდება”

2824
30 მარტი 20:33
20
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ილია მეორესთან ერთად. ფოტო: ფოტო არქივი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ილია მეორესთან ერთად. ფოტო: ფოტო არქივი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი ილია II-ზე ემოციურად საუბრობს და მომავალ არჩევანთან დაკავშირებით ერთიანობასა და ლოცვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი პიროვნება მხოლოდ ოჯახური წრისთვის არ ყოფილა მნიშვნელოვანი, არამედ მთელი ერისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

„მთელმა ცხოვრებამ ამ ადამიანის გვერდით გაიარა... მივაცილებდით მარადიულ ძვალთშესალაგში და საოცარი გრძნობა მეუფლებოდა, რომ ის, ვინც შენი ოჯახის ნაწილია, მარტო შენი არ ყოფილა...“ — განაცხადა მიტროპოლიტმა.

მეუფე დიმიტრიმ ასევე ისაუბრა საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ პატრიარქის არჩევა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში, არაუგვიანეს ორი თვისა მოხდება.

მისი თქმით, საკითხს ჯერ გაერთიანებული საეკლესიო კრება განიხილავს, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას წმინდა სინოდი მიიღებს.

„არაუგვიანეს 2 თვისა, მოხდება არჩევა. გაერთიანებული საეკლესიო კრებაც იმსჯელებს და მერე წმინდა სინოდი დაადგენს აი, ამ ძირძველ, ღვთივკურთხეულ საქართველოს საპატრიარქო ტახტზე მომავალ პატრიარქს. ვილოცოთ და ყოველივე სიკეთით, მშვიდობით, ღვთის მადლითა და წყალობით აღსრულდეს ნება ღვთისა,“ — აღნიშნა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

მისი თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთიანობა, სიმშვიდე და ლოცვა, რათა ეკლესიამ ღირსეული არჩევანი გააკეთოს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმში მღვდლად და დიაკვნად ხელდასხმის საიდუმლო აღესრულა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ