დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას და ღირსეულად ვადევნოთ თვალი პროცესს - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება" დეკანოზის მიმართვას ავრცელებს.
დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა და განაცხადა:
,,კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა აჩვენეს ძალიან დიდი გულითადობა. ამ პერიოდში ჩვენ ვართ დიდი მარხვის პერიოდში. წინ არის ვნების კვირა. ჯერ პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღე არ გასულა, ამიტომ ეს დღეები არის ერთმანეთისადმი სოლიდარობის გამოხატვის პერიოდი. დისკუსია დ ვნებათაღელვა შეიმჩნევა სატელევიზიო სივრცეში და გვინდა ვთქვათ, ღირსეული გამორჩევა პატრიარქისა, არ არის დამოკიდებული პოლემიკებზე. პატრიარქს აირჩევს წმინდა სინოდი. საბოლოოდ ამ კრებაზე სწორედ სინოდის წევრი ეპისკოპოსები ხმათა უმრავლესობით გააკეთებენ არჩევანს.
დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას და ღირსეულად ვადევნოთ თვალი პროცესს, რომელიც წარიმართება ჩვენი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების ზედმიწევნით დაცვით.''
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 31 მარტს ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება.