სამების საკათედრო ლავრის ტერიტორიაზე წმინდა სვიმეონ კანანელის სახელობის ტაძარი შენდება

2824
27 მარტი 21:41
19
სამების ეზოში ტაძარი შენდება სამების ეზოში ტაძარი შენდება

პროექტი ვეტერანების ინიციატივაა და შერიგებისა და მშვიდობის სიმბოლოდ, აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულთა სულის საოხად ხორციელდება.

მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ლავრის ტერიტორიაზე წმინდა სვიმეონ კანანელის სახელობის ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის ინიციატორები ვეტერანები არიან. მათი განცხადებით, ტაძარი ეძღვნება აფხაზეთსა და შიდა ქართლში დაღუპულ აფხაზთა, ოსთა და ქართველთა ხსოვნას და წარმოადგენს შერიგებისა და მშვიდობის სიმბოლოს.

მშენებლობის ერთ-ერთ სიმბოლოდ სახელდება უნიკალური გამოცემა – „წმიდაჲ ოთხთავი“, რომელიც მოქვის სახარების მინიატურებითაა გაფორმებული და 1300 წლით თარიღდება.

ტაძრის მშენებლობა შემოწირულობებით ხორციელდება. პროექტში ჩართვის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ აღნიშნული გამოცემა, რითაც ერთდროულად მიიღებენ სულიერ საგანძურს და მონაწილეობას მიიღებენ ტაძრის მშენებლობაში.

ასევე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია პროექტის მხარდაჭერა ფინანსური შემოწირულობით შემდეგ ანგარიშებზე:

.GE83BG0000000162501961
.GE48TB7050336080100013
.GE52LB0115119634405003

ინიციატორების განცხადებით, თითოეული შენატანი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მშვიდობისა და ერთობისკენ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მე თავიდანვე ვამბობ, რომ მე უწმინდესის მიერ გამორჩეულ მოსაყდრეს ვუჭერ მხარს - მეუფე სტეფანე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ