ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგიური თათბირი გაიმართა
შეხვედრაზე სასწავლო პროცესის მიმდინარეობა განიხილეს და სამომავლო გეგმები დაისახა.
2026 წლის 25 მარტს, ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პედაგოგიური თათბირი გაიმართა, რომელსაც გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) ხელმძღვანელობდა.
თათბირის ფარგლებში დეტალურად განიხილეს ყველა კლასში არსებული სასწავლო და სადისციპლინო მდგომარეობა. პედაგოგებმა იმსჯელეს როგორც მიღწევებზე, ასევე არსებულ გამოწვევებზე, რაც სასწავლო პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ემსახურება.
შეხვედრის დასასრულს განისაზღვრა სამომავლო გეგმები, რომლებიც მიმართულია განათლების ხარისხის ამაღლებისა და მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობისკენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგს, ანა ჭუმბურიძეს მამა გარდაეცვალა.