ხარაგაულში „რა? სად? როდის?”-ის ფინალი გაიმართა
მე-10 კლასმა ინტელექტუალურ დაპირისპირებაში გამარჯვება მოიპოვა.
2026 წლის 24 მარტს, ევგენი ხარაძის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიმართა ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-9 და მე-10 კლასებს შორის ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?” – ფინალური შეხვედრა.
ფინალი საინტერესო და დაძაბული გარემოს ფონზე წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა ცოდნა, სწრაფი აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარები წარმოაჩინეს. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი, ქალბატონი ზეინაბ ბუაჩიძე.
ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვება სკოლა-გიმნაზიის მე-10 კლასმა მოიპოვა, რომელმაც კონკურენტს ღირსეული ბრძოლა მოუგო.
აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოსწავლეებში განათლებისა და ინტელექტუალური აქტივობების მნიშვნელობას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა,, რომ „მოწყალების სახლის“ წევრები საპატრიარქოს ეწვივნენ.