კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მცხეთის ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოებს ახორციელებს

24 მარტი 16:23
135
ჯვრის მონასტერი ჯვრის მონასტერი

მონიტორინგი მოიცავს საკონსერვაციო სამუშაოების მეთოდოლოგიური სისწორისა და შესრულების ხარისხის კონტროლს, ასევე საკონსერვაციო სამუშაოების საერთაშორისო სტანდარტებთან და პრინციპებთან თავსებადობის უზრუნველყოფას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მცხეთის ჯვრის მონასტრის დიდი ტაძრის ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თამარ ყურაშვილი.
საკონსერვაციო სამუშაოების ზედამხედველობა-მონიტორინგის მიზნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, საქართველოში იმყოფება საერთაშორისო ექსპერტი საიმონ კრისტოფერ გაი ვარაკი.
მონიტორინგი მოიცავს საკონსერვაციო სამუშაოების მეთოდოლოგიური სისწორისა და შესრულების ხარისხის კონტროლს, ასევე საკონსერვაციო სამუშაოების საერთაშორისო სტანდარტებთან და პრინციპებთან თავსებადობის უზრუნველყოფას.


კონსერვაციის ფარგლებში შესრულდება შემდეგი სამუშაოები: ტაძრის ინტერიერის ქვის მთლიანი ზედაპირის გასუფთავება და დამუშავება-კონსოლიდაცია; გადაუდებელი პრევენციული საკონსერვაციო სამუშაოები ინტერიერში ფრაგმენტულად შემორჩენილი კედლის მხატვრობის შენარჩუნებისთვის; სარკმლების დაზიანებულ მონაკვეთებზე გადაუდებელი პრევენციული სამუშაოები; ინტერიერში არსებული ადრინდელი ჩარევების დროს ცემენტის ხსნარით შევსებული ადგილების გასუფთავება; ქვის მცირე ზომის ნაკლული ნაწილების და გასუფთავებული ადგილების არმირება და შევსება; დუღაბის დანაკარგით გამოვლენილი ლოკაციებისა და ქვის ნაკლული ნაწილების შევსებამდე დამზადდება სატესტო ნიმუშები; მაკრობზარების, მიკრობზარების, ნაკერების, ქვებსშორის გამოფიტული სივრცეების ამოვსება-ინექტირება; დამუშავდება ქვის წყობაში არსებული ლითონის ჩანართების ხილული ნაწილები; იატაკის ქვის ნაკლულ მონაკვეთებზე ჩატარდება გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები.
საიმონ ვარაკმა სააგენტოს თანამშრომლებისთვის ჩაატარა ქვის კონსერვაციის მიმართულებით ტრენინგი, რომლის მიზანი იყო სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, საკონსერვაციო სამუშაოების მონიტორინგის პროცესის ხარისხის გაუმჯობესება და სააგენტოსთვის საერთაშორისო სტანდარტებისა და ქვის კონსერვაციის სფეროში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბერძნეთის ხელისუფლება იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლის გადმოტანის შეფერხების გამო შიშობს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ