25 მარტს, სრულდება მეცხრე დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან
სიონის საკათედრო ტაძარში ჩატარდება პანაშვიდი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სულის საოხად.
ოთხშაბათს, 25 მარტს, სრულდება მეცხრე დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებიდან. მოგეხსენებათ, 25 მარტს არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე.
ამასთან დაკავშირებით, სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად გადაიხდის პარაკლისს და მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სულის საოხად პანაშვიდს.
მსახურება დაიწყება 14:00 საათზე. ინფორმაციას ავრცელებს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, რომ მეუფე შიოს მიმართვა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს – მადლობა მხარდაჭერისა და ისტორიული ღვაწლისთვის.