სამების საკათედრო ტაძართან საწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული
ექიმები მზად არიან დახმარება აღმოუჩინონ მოქალაქეებს.
18 მარტიდან, მას შემდეგ რაც 93 წლის ასაკში გარდაცვლილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიის საჭეთმპყრობელი გარდაიცვალა, სამების საკათედრო ტაძარში ხალხის უპრეცენდენტო რაოდენობა შეინიშნება.
პანაშვიდი მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში. აქ თქვენ ნახავთ ყველა ასაკის ადამიანს. დაწყებული ჩვილიდან, ხანდაზმულით დამთავრებული.
რადგანაც ხალხის უწყვეტი ნაკადი შეინიშნება, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სამების ტაძრის მიმდებარედ 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ საწრაფო დახმარების ბრიგადები. ექიმები მზად არიან ნებისმიერ მ ოქალაქეს სამედიცინო დახმარება გაუწიონ საჭიროების შემთხვევაში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, უმე-ის დელეგაციამ პანაშვიდი აღასრულა თბილისის სამების საკათედრო ტაძარში.