ვატიკანიდან მაღალი რანგის დელეგაცია პატრიარქის დაკრძალვაზე ჩამოვა
კარდინალი კურტ კოხი ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის წარმომადგენლებთან ერთად თბილისში ჩამოდის.
ვატიკანიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად, ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი დელეგაციასთან ერთად ჩამოვა. ინფორმაციას კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, კარდინალ კოხთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან: მონსენიორ ლადრაპა იარომირი, დიკასტერიის თანამშრომელი; მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, საქართველოში სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი; მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია, პაპის დესპანის მრჩეველი საქართველოში; ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი; ასევე მონსენიორ გევორქ ნორადუნგიანი, აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში.
სააგენტოს ინფორმაციით, კარდინალი კურტ კოხი საქართველოში პირველად 2014 წლის ბოლოს იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს. შეხვედრაზე განხილული იყო კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის კონფესიების დაფინანსება და რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: მსოფლიო პატრიარქს ველოდებით 12 საათზე.