ხვიჩა კვარაცხელია ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძირის წერილს აქვეყნებს

20 მარტი 17:07
279
ხვიჩა კვარაცხელია ილია მეორესთან ერთად. ფოტო არქივი ხვიჩა კვარაცხელია ილია მეორესთან ერთად. ფოტო არქივი

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა წერილი მის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საერთაშორისო საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, ხვიჩა კვარაცხელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას ეხმიანება და მწუხარებას გამოთქვამს.

ფეხბურთელმა სამძიმრის წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც პატრიარქის ღვაწლსა და მის განსაკუთრებულ როლზე საუბრობს ქვეყნისთვის.

„უმძიმესი დღეა. გარდაიცვალა ჩვენი ერის სულიერი მამა და წინამძღოლი. სიკეთის, სიყვარულის, თავმდაბლობის მაგალითი და მქადაგებელი. ვუსამძიმრებ ქართველ ხალხს და სრულიად ქრისტიანულ სამყაროს. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე, მადლობა ყველაფრისთვის უწმინდესო და უნეტარესო“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია.

ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილებს ავრცელებენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო საზოგადოებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქოს მოწოდება: 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დაირეკება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ