სამების საპატრიარქო ტაძარში 24 საათიანი პანაშვიდი მიმდინარეობს
ამინდის მიუხედავად არ წყდება ხალხის ნაკადი.
19 მარტს პატრიარქს გამოემშვიდობნენ მისი ნათლულები. მოქალაქეები საათების განმავლობაში რიგში დგანან , რათა გამოემშვიდობონ ერის სულიერ მამას. სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდს ესწრებოდნენ სასულიერო პირები, მონაზვნები, რომლებიც ბოლო წლებში უვლიდნენ პატრიარქს.
შეგახსენებთ, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II საყოველთაო ნათლობა დაადგინა და მას 45 000_ზე მეტი ნათლული ჰყავს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვა, წინასწარი ინფორმაციით, გაიმართება კვირას, 22 მარტს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „მალე ახალი წმინდანი გვეყოლება“, - მღვდელი ელიას შლეპეგრელი.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.