ნიკოლ ფაშინიანმა სამძიმრის წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს
„მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შესახებ“- ფაშინიანი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი სამძიმარს უცხადებს საქართველოს მთავრობას, ეკლესიას და ხალხს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ილია II-ის ცხოვრება და მოღვაწეობა სიმბოლურად გამოხატავდა რწმენის, პატრიოტიზმისა და ერებს შორის მეგობრობის კეთილშობილურ ღირებულებებს.
„მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შესახებ“.
თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მეფობის განმავლობაში ილია II-ის ცხოვრება და მოღვაწეობა სიმბოლურად გამოხატავდა რწმენის, პატრიოტიზმისა და ერებს შორის მეგობრობის კეთილშობილურ ღირებულებებს. მისი დაუვიწყარი წვლილი სულიერი ცხოვრების განვითარებაში, საზოგადოების გაერთიანებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში სამუდამოდ დარჩება ყველას მეხსიერებაში. „სომეხი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მოძმე ქართველ ხალხს, ვუსურვებ მათ ძალასა და გამძლეობას ამ მძიმე დანაკარგის დროს“, - ნათქვამია სამძიმრის ტელეგრამაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქი დაკრძალვამდე სამების საკათედრო ტაძარში იქნება დასვენებული.